ჩვენს შესახებ
Meraki არის სივრცე მათთვის,
ვინც მზად არის საკუთარი ცხოვრების ავტორად იქცეს.
ჩვენ გვჯერა, რომ ცვლილება არ იწყება გარედან —
ის იწყება იმ მომენტში, როცა ადამიანი წყვეტს საკუთარი თავის მოტყუებას
და იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ ცხოვრებაზე.
Meraki არ გპირდება სწრაფ შედეგებს და არ გთავაზობს მზა რეცეპტებს ბედნიერებისთვის.
ჩვენ ვქმნით სივრცეს, სადაც ადამიანი იღებს იმპულსს, სტრუქტურას და მხარდაჭერას, რათა საკუთარი გზა თავად შექმნას.
ჩვენი მიზანი არ არის, გაგხადოთ „საუკეთესო".
ჩვენი მიზანია, დაგეხმაროთ გახდეთ ნამდვილი —
თავისუფალი ილუზიებისა და სხვისი სცენარებისგან.
რას ვაკეთებთ
Meraki-ში გთავაზობთ სივრცეს, სადაც ზრდა არის პროცესი და არა მხოლოდ შედეგი
სამუშაო რვეულები
რეალური პროგრესისთვის შექმნილი ინსტრუმენტები
ონლაინ პროგრამები
რეალურ პროგრესზე ორიენტირებული ქოუჩინგ პროგრამები - ონლაინ ფორმატში.
განვითარების პროგრამები
პიროვნული და პროფესიული ზრდის კურსები
პოდკასტი
საუბრები მათთვის, ვინც ცვლილებას ეძებს
ჩვენი ხედვა
ჩვენ გვინდა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა:
- აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე
- გაბედოს სწორი კითხვების დასმა
- შეწყვიტოს დროებითი შვების ძიება
- და დაიწყოს გრძელვადიანი ცვლილება
Meraki არსებობს მათთვის, ვინც გრძნობს, რომ მეტი შეუძლია —
მიუხედავად იმისა თუ სად არის ახლა.
როგორ დაიწყო ყველაფერი
Meraki არ დაწყებულა სცენაზე ან დიდი ფულით.
ის დაიწყო დიდი იდეით, ერთი ლეპტოპით და სტუდენტური საცხოვრებლის 11 კვადრატულ მეტრ ოთახში.
ზოგჯერ ყველაფერი, რაც გჭირდება, არ არის იდეალური პირობები — არამედ გამბედაობა, დაიწყო იქიდან, სადაც ხარ.
ასე დაიბადა Meraki.
2021 წელს ჩემი პირადი ტრანსფორმაციის გამოცდილება სიტყვებად, სტრუქტურად და ბოლოს — სივრცედ გადაიქცა.
Meraki შეიქმნა არა როგორც პროექტი, არამედ როგორც პასუხი ადამიანებისთვის, ვინც ზუსტად იმ კითხვებთან დგას, რომლებთანაც მე თავად ვიდექი.
ვინ ვარ სინამდვილეში?
ეს არის ცხოვრება, რომელსაც ვირჩევ, თუ ის, რომელსაც მივეჩვიე?
და როდის ვიწყებ რეალურად ცხოვრებას?
ჩვენი მოგზაურობა
2021 წლიდან დღემდე
Meraki-ის დაბადება
Meraki ოფიციალურად შეიქმნა როგორც არაფორმალური განათლების სივრცე პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის. პირველი პროგრამები და სამუშაო რვეულები შეიქმნა რეალური გამოცდილებიდან — არა თეორიიდან.
გაღრმავება
გაფართოვდა თემები, გაღრმავდა სამუშაო ინსტრუმენტები და ჩამოყალიბდა Meraki-ს მთავარი პოზიცია: არ ვმუშაობთ სწრაფ შედეგებზე. ვმუშაობთ გრძელვადიან ცვლილებაზე.
საზოგადოება
Meraki აღარ იყო მხოლოდ პროგრამები — გაიზარდა ადამიანები. დაიწყო საგანმანათლებლო და პროფესიული ტრენინგები, ჯგუფური თერაპია და ჯამში ჩაეშვა 6 ელექტრონული სამუშაო რვეული.
სტრუქტურა
ამ ეტაპზე Meraki გახდა უფრო სტრუქტურული. დაიწყო პირველი, მასშტაბური ოფლაინ შეხვედრები. Meraki დარჩა სივრცედ, რომელსაც ენდობიან და რომელსაც ირჩევენ.
დღეს
Meraki არის ცოცხალი სივრცე პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის. ის არ იზომება ციფრებით. ის იზომება იმით, თუ რამდენმა ადამიანმა გაბედა საკუთარი ცხოვრებისთვის თვალებში შეხედვა.
სად ვართ დღეს
დღეს Meraki არის არაფორმალური განათლების სივრცე პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის.
ჩვენ ვმუშაობთ ადამიანებთან:
- ვინც საკუთარ გზას ეძებს
- ვინც უკვე ბევრს მიაღწია, მაგრამ გრძნობს, რომ მეტი შეუძლია
- ვინც აღარ სჯერდება დროებით შვებას და ზედაპირულ ცვლილებებს
ჩვენ არ ვითვლით თავს „ყველაზე დიდად".
ჩვენ ვზომავთ ერთ რამეს — რეალურ ცვლილებას ადამიანების ცხოვრებაში.
Meraki ნიშნავს არჩევანს
არჩევანს, რომ:
- აღარ დაელოდო „სწორ დროს"
- აღარ იცხოვრო სხვისი მოლოდინებით
- და დაიწყო იქიდან, სადაც ხარ
"შენი წარსული არ უდრის შენს მომავალს."
აქ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იყავი გუშინ.
მნიშვნელობა აქვს, ვინ გინდა იყო ხვალ და რას გააკეთებ ამისთვის დღეს.
თუ აქ ხარ და ამ ტექსტს კითხულობ,
შეიძლება Meraki-ის ისტორიის შემდეგი თავი
სწორედ შენით გაგრძელდეს.
აქ არ აქვს მნიშვნელობა, საიდან მოდიხარ.
მნიშვნელობა აქვს, საით მიდიხარ
და მზად ხარ თუ არა ამ გზის შეგნებულად გასავლელად.
Meraki არ დასრულებულა.
ის ყოველდღე იქმნება — შენთან ერთად.