ინდივიდუალური კონსულტაციები

პერსონალური სესიები თქვენი ემოციური გამოწვევებისთვის

ინდივიდუალური კონსულტაცია

ინდივიდუალური კონსულტაციები

თეონასთან კონსულტაციები განკუთვნილია მათთვის, ვინც აღარ ეძებს ზოგად რჩევებს და მზად არის საკუთარ ცხოვრებაზე შეგნებულად, პასუხისმგებლობით და სისტემურად იმუშაოს.

ეს კონსულტაციები შენთვისაა, თუ:

თუ გინდა აღმოაჩინო შენი შინაგანი ძალა

თუ გინდა უკეთ გაიაზრო შენი რეალური სურვილები და საჭიროებები

თუ მზად ხარ კარიერულად ახალ საფეხურზე გადასასვლელად

თუ გინდა გაათავისუფლო შინაგანი ბლოკები, რომლებიც შენს განვითარებას აფერხებს

თუ გინდა უფრო თავდაჯერებული გახდე

თუ გინდა გათავისუფლდე სტრესული და ნეგატიური აზრებისგან

თუ გინდა შენი ცხოვრების კონტროლი საკუთარ ხელში აიღო

თუ გინდა იცხოვრო გააზრებული, მიზანმიმართული ცხოვრებით და აღმოაჩინო შენი მისია

თუ გინდა მეტი ენერგია, მოტივაცია და შიდა სიმტკიცე

თეონასთან მუშაობის შემდეგ შენ:

იგრძნობ მყარ შინაგან ძალას და თავდაჯერებულობას

დაიბრუნებ ენერგიას და სიმტკიცეს გადაწყვეტილებების მიღებაში.

დასახავ და განახორციელებ რეალურ მიზნებს

გააქტიურდება შენი პოტენციალი და შეძლებ იმ მიმართულებით სვლას, რაც შენთვის მართლა მნიშვნელოვანია.

გათავისუფლდები შინაგანი ბლოკებისა და სტრესული აზრებისგან

გაიაზრებ რა გაჩერებდა და ისწავლი როგორ მოიყვანო დასახული მიზნები სისრულეში.

გახდები საკუთარი ცხოვრების შეგნებული შემქმნელი

ცხოვრების კონტროლს საკუთარ ხელში აიღებ პასუხისმგებლობით და სისტემურად.

როგორ მიმდინარეობს მუშაობა

ინდივიდუალური კონსულტაცია არ არის ერთჯერადი საუბარი. ეს არის პროცესი, რომელიც მიმართულია რეალურ შედეგზე.

I ეტაპი

დიაგნოსტიკა (პირველი შეხვედრა)

პირველ შეხვედრაზე:

  • ვაანალიზებთ შენს ამჟამინდელ მდგომარეობას
  • ვაზუსტებთ რეალურ მიზნებსა და შემაფერხებელ ბლოკებს
  • ვხედავთ, სად ხარ ახლა და რა გაჩერებს

ეს ეტაპი ქმნის მყარ საფუძველს შემდგომი მუშაობისა და რეალური ცვლილებისთვის.

II ეტაპი

ინდივიდუალური გეგმის შექმნა

დიაგნოსტიკის შემდეგ:

  • ვადგენთ შენზე მორგებულ ინდივიდუალურ გეგმას
  • ვთანხმდებით რაზე ვმუშაობთ და როგორ ვმუშაობთ
  • რა სიჩქარით მივდივართ შედეგამდე

შემდეგ უკვე შენთან ერთად მივდივართ სასურველ შედეგამდე — ნაბიჯ-ნაბიჯ, სტრუქტურით და პასუხისმგებლობით.

ერთი შეხვედრა — 60 წუთი
ინდივიდუალურად
კონფიდენციალურ სივრცეში

დაჯავშნე კონსულტაცია

აირჩიე პაკეტი, სასურველი თარიღი და დრო

1
2
3

აირჩიე პაკეტი

ვისთვის არის ეს კონსულტაციები

ეს კონსულტაციები შენთვისაა, თუ:

გინდა მიზნები რეალურად, და არა თეორიულად, შეასრულო

მზად ხარ საკუთარ თავთან გულწრფელი მუშაობისთვის

აღარ გინდა ერთ ადგილზე ტრიალი

თუ მზად ხარ ცვლილებისთვის და არა უბრალოდ საუბრისთვის — ეს კონსულტაციები სწორედ შენთვისაა.

ხშირად დასმული კითხვები

პროგრამის არჩევა დამოკიდებულია თქვენს მოთხოვნილებებზე. ინდივიდუალური კონსულტაცია იდეალურია პირადი საკითხებისთვის, ხოლო ჯგუფური თერაპია კარგია სოციალური მხარდაჭერისთვის. თუ გაურკვეველია, დაგვიკავშირდით და დაგეხმარებით არჩევანში.

სესიების რაოდენობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია თქვენს მიზნებზე. ზოგიერთ შემთხვევაში 4-6 სესია საკმარისია, სხვებში შეიძლება საჭირო გახდეს უფრო ხანგრძლივი თერაპია. პირველ შეხვედრაზე ერთად განვსაზღვრავთ სავარაუდო გეგმას.

დიახ, კონფიდენციალურობა ჩვენი მუშაობის საფუძველია. ყველაფერი, რაც სესიაზე ითქმება, რჩება სრულიად კონფიდენციალური, გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა (საფრთხე თქვენთვის ან სხვებისთვის).

დიახ, სესიის გადავადება ან გაუქმება შესაძლებელია მინიმუმ 24 საათით ადრე შეტყობინების შემთხვევაში. გვიანი გაუქმების შემთხვევაში შეიძლება დაწესდეს გაუქმების საკომისიო.