ჩემი ისტორია
და თუ აქ ხარ, ეს შემთხვევითი არ არის.

და მე არ ვიცი, სად ხარ ახლა.
მაგრამ ზუსტად ვიცი ერთი რამ —
რომ თუ აქ ხარ, ეს შემთხვევითი არ არის.
შეიძლება ყველაფერი გაქვს
და მაინც სიცარიელეს გრძნობ..
ან შეიძლება ყოველდღე იღვიძებ
და მიდიხარ სამსახურში,
რომელიც არ აგირჩევია,
მაგრამ ამ ეტაპზე სხვა გამოსავალს ვერ ხედავ.
მეც ვყოფილვარ იქ, სადაც არაფერი მქონდა..
იქაც ვყოფილვარ, სადაც ყველაფერი მქონდა
და იქაც,
სადაც თავს ილუზიაში ვამყოფებდი
და მჯეროდა, რომ თითქოსდა ყველაფერი მქონდა.
ვიცხოვრე ბევრი ცხოვრება:
სოფელში, შემდეგ თბილისში,
თბილისს მოჰყვა გერმანია,
გერმანიას — ავსტრია.
ვიმუშავე ძიძად, დამლაგებლად, სერვისში,
ჟურნალისტად, პიარში, კრეატიულ დირექტორად.
დამიფუძნებია არასამთავრობო ორგანიზაციებიც.
დღეს კი ვმუშაობ პროექტების მართვაში
ტექნოლოგიურ კომპანიაში.
ვიცი, როგორია იყო დაკარგული ორ ქვეყანას შორის.
ვიცი, როგორია იყო „შემდგარი"
და მაინც დაკარგული.
ვიცი, როგორია საკუთარ ცხოვრებას თვალი გაუსწორო
და გაანულო ყველაფერი,
რაც ერთ დროს ასე კარგად გემსახურებოდა.
2018 წელს მამის გარდაცვალებამ ყველაფერი გააჩერა.
არა ტკივილის ნაკლებობის გამო,
არამედ პირიქით — უდიდესი ტკივილის ფონზე
ვეღარ შევძელი, აღარ მქონდა ძალა
გამეგრძელებინია საკუთარი თავის მოტყუება
და ეს კიდევ უფრო მწარე აღმოჩნდა.
იმ მომენტიდან დავიწყე რეალურად ცხოვრება.
ზოგჯერ ვამბობ, რომ მამის გარდაცვალებას
ჩემი დაბადება მოჰყვა,
ჩემსას კი — Meraki-ს.
და თუ დღეს მკითხავ ვინ ვარ —
გეტყვი, რომ ვარ Meraki-ს დამფუძნებელი.
ვქმნი სივრცეს ადამიანებისთვის,
ვინც აღარ ეძებს სწრაფ მოტივაციას
და აღარ სჯერდება დროებით შვებას.
აქ არ აქვს მნიშვნელობა, სად ხარ ახლა.
მნიშვნელობა აქვს, სად გინდა მისვლა.
სწორედ ამაში გეხმარება Meraki —
მიხვიდე იქ, სადაც შენ გინდა,
რაც შენია
და რასაც იმსახურებ.